სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტი წარმოადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ენერგეტიკის, ელექტროენერგიისა და ტელეკომუნიკაციის მე-3 საერთაშორისო გამოფენაზე“ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტი წარადგინა , რომელზეც ასახულია ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების პროცესი და ქსელში ელექტროენერგიის გადადინება.

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მაკეტის წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

სემეკის ინფორმაციით, განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი, წყალი) მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოდგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

9-11 ნოემბერს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტი წარმოდგენილი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში.