ბრიტანული „ტელეგრაფი“ კალიფორნიაში მცხოვრებლებს საქართველოში გადმობარგებას ურჩევს

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ამერიკელებს საცხოვრებლად გადაბარგებას ურჩევს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.

რეიტინგში ჯამში 15 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც.

„თუ თქვენ სონომაში (ქალაქი კალიფორნიის შტატში) ცხოვრობს, საქართველოში უნდა გადაბარგდეთ. ეს ის ჯორჯია არ გეგონოთ, სადაც ტრამპი გეყოლებათ, საუბარი ქვეყანა ჯორჯიაზეა“, - წერს „ტელეგრაფი“.

გამოცემა კალიფორნიის ქალაქში მცხოვრებლებს ურჩევს განსაკუთარებით გეზი კახეთისკენ აიღონ, სადაც აღმოსავლური საჭმელი და ღვინოა.

„იცოდით, რომ საქართველოში ღვინის დაყენება 8 ათას წელს ითვლის? ეს ახალი კალიფორნიაა და თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ იქ“, - წერს ტელეგრაფი.

გამოცემა ასევე წერს, რომ ვინც ნიუ იორკში ცხოვრობს, ლონდონი უნდა აირჩიოს საცხოვრებლად, სიეტლში მცხოვრებლებმა - ვენა, ლას ვეგასი - მაკაუ, პალო ალტო - სტოკჰოლმი, ვაშინგტონი - ბრიუსელი, სან ფრანცისკო - სიდნეი, ბოსტონი - დუბლინი, ჩიკაგო - მანჩესტერი, სენტ ლუისი - ბუენოს აირესი, ჰონოლულუ - ოკინავა, ნიუ ორლეანი - ქეიფ თაუნი, ოსტინი - ჰონგ კონგი, დეტროიტი - ჰარბინი, პორტლენდი - ვანკუვერი.

Kakheti region among 15 perfect places for Americans to emigrate to – The Telegraph