ეროვნული ბანკი ანალიტიკური ანგარიშების გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი ანალიტიკური ანგარიშების გამოქვეყნებას იწყებს. როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით იწყებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების - "ფინანსური სექტორის ინდიკატორების" და "მაკროეკონომიკური ინდიკატორების" ყოველთვიურად გამოქვეყნებას.

როგორც ბანკის პრესსამსახურში განმარტავენ, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

”ნოემბრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში”, - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.