სიახლე ქუთაისის მოსახლეობისთვის, სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-მ რიგით მეშვიდე ფილიალი გახსნა, რომელიც ჭავჭავაძის N63-ში მდებარეობს

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებლებს, საბანკო მომსახურების ფართო სპექტრით ანებივრებს. საცალო და ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური საბანკო მომსახურება, ეს ყოველივე მცირე ჩამონათვალია იმ სერვისების, რომელსაც ბანკი უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამის მონაწილეა.

ხალიკ ბანკი ფლობს ბანკომატებისა და POS-ტერმინალების საკუთარ ქსელს და საქართველოში მოქმედი იმ ბანკების პარტნიორია, რომლებიც UFC საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, რაც საშუალებას აძლევს, რომ მოემსახუროს თავის კლიენტებს დაბალი ტარიფებითა და ექვაირინგის ფართო ქსელით.

bpn2016 წლის აპრილში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Fitch Ratings“-მა ბანკს მიანიჭა გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში - «BB-» დონე. „Fitch Ratings“-ის აზრით, რეიტინგის მთავარ ფაქტორს ბანკის დინამიურ ზრდასთან ერთად ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ იგი მიეკუთვნება ხალიკ ჯგუფს, როგორც სს „ ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილი კომპანია.

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაზარზე როგორც ინოვაციური ბანკი პოზიციონირებს. ბიზნეს სექტორისათვის, სადაც ადრე ვერ ხერხდებოდა პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება, mPOS ტერმინალების დანერგვის შემდგომ, რამაც აღნიშნულ ბიზნეს სექტორს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალება მისცა, ხალიკ ბანკმა ახალ პროდუქტზე მუშაობა დაიწყო და დღეს, თავის მომხმარებელს, საშუალებას აძლევს ისარგებლოს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტით - Watch2pay. ეს არის უნიკალური პროდუქტი - მაჯის საათი, რომელიც პლასტიკური ბარათის ფუნქციასაც ითავსებს. ზემოაღნიშნული, პირველად ხალიკ ბანკმა დანერგა საქართველოში და მფლობელს აძლევს საშუალებას ტერმინალზე Watch2pay საათის ერთი მიდებით, სწრაფად, მარტივად და უმოკლეს დროში განახორციელოს ანგარიშსწორება.bpn

2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სს „ხალიკ ბანკი საქართველო - ს“ აქტივების წილი, საქართველოს საბანკო ბაზრის მე-10 ადგილს იკავებს. ბანკის საქმიანობა, რეალიზებადი საშუალოვადიანი განვითარების ფარგლებში, დასახულ გეგმებს შეესაბამება. ბანკი სტაბილურად იზრდება და მისი საფინანსო მაჩვენებლები ძალიან კარგ პოზიციაში მდებრეობს.

გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, სს “ხალიკ ბანკი საქართველო” საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა. სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“, რომელიც საკუთარი არსებობის 93 წელს ითვლის და ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. (R)