მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ტრამპის გამარჯვების შედეგად 41 მილიარდი დოლარი დაკარგეს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შედეგად 41 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

„ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ტრამპის გამარჯვების გამო ყველაზე მეტად იზარალა მექსიკელმა მილიარდერმა კარლოს სლიმმა, რომლის დანაკარგმაც 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მექსიკური პესო რეკორდულად - 12%-ით გაუფასურების შედეგად სლიმის ქონება 9,2%-ით შემცირდა.

საერთო ჯამში, ყველაზე მეტად მექსიკელები დაზარალდნენ და 10-მა მექსიკელმა მილიარდერმა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 6,5 მილიარდი დოლარი იზარალა.

რაც შეეხება ამერიკელ მილიარდერებს, „ბლუმბერგის“ ცნობით, ამერიკელმა მილიარდერებმა გუშინ 9,3 მილიარდი დოლარი იზარალეს.

ბლუმბერგის“ მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 57 მილიარდი დოლარით გაიზარდა, როდესაც საფინანსო ბაზრებმა არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვების მოლოდინის ფონზე პოზიტიური დინამიკა აჩვენეს.