სოფელ ზანავში წყალსადენის ქსელი მოეწყო

სოფელ ზანავში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც  ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 751 ლარით დაფინანსდა.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში, წყლის სათავესთან განხორციელდა სადრენაჟე და შემკრები აუზის მშენებლობა, პარალელურად 4 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ფოლადის მილები მოეწყო.

„პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც წყლის მიწოდების პრობლემა წლებია აწუხებდა, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. რეაბილიტირებული წყალსადენით სოფელში მცხოვრები 80 კომლი ისარგებლებს“, - აღნიშნა გამგებელმა.