თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ , მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (23 ცალი IPHONE 7) აღმოაჩინეს, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი 42,225.14 ლარი შეადგინა.

”საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.