სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში ”სარფი“ , მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (184,74 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

”საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,868.25 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,868.25 ლარის ოდენობით შეეფარდა”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.