გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, რაიონის მასშტაბით, გლდანში, ავჭალასა და მუხიანის დასახლებაში, 20 ობიექტზე დასრულდა გზების ორმოული შეკეთება. წლის ბოლომდე კი იგივე სამუშაოები კიდევ, დაახლოებით, 20 ობიექტზე განხორციელდება. საამისოდ, გამგეობის ბიუჯეტიდან, 168 200 ლარი იხარჯება.

2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, გზის ორმოული შეკეთება 63 მისამართზე 12 393 კვ.მ. ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გამგეობამ 419 757 ლარი გამოყო.