საკრებულოს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე წარედგინება

საკრებულოს 15 ნოემბრამდე თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, რა მოცულობის იქნება მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი.

„ბიუჯეტის პარამეტრები ზუსტდება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მასზე და წარვადგენთ საკრებულოში“, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის მოცულობა 840 მლნ ლარია. მასში ცვლილება წლის განმავლობაში 5-ჯერ შევიდა.