ირლანდიელ მწერალს ერთწინადადებიანი რომანისთვის 10 000 გირვანქა გადაეცა

ირლანდიელი მწერლის მაიკ მაკკორმეკის რომანი ”მზის კორსეტი” გოლდსმითის უნივერსიტეტის პრესტიჟული პრემიის გამარჯვებული გახდა.

პრემია ლიტერატურულ ფორმაში ნოვაციებისთვის გადაეცემა. 223 გვერდზე დაბეჭდილი რომანი ”მზის კორსეტი” ერთი წინადადებისგან შედგება.

რომანში მოთხრობილია ინჟინერ მარკუს კონუეის ისტორია, რომელიც ცოტა ხნით მკვდრეთით აღსდგა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის ბლეიქ მორისონის თქმით, მწერალმა მოახერხა არაორდინალურად აღებეჭდა ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანის ცხოვრება.

”პოლიტიკა, ოჯახი, ხელოვნება, ქორწინება, ჯანმრთელობა, სამოქალაქო ვალი და ეკოლოგია - ავტორი ამ და ბევრ სხვა თემაზე მოგვითხრობს, რომანი კი ლირიული, მაგრამ მყარი პროზით არის დაწერილი”, - აღნიშნა მორისონმა.

51 წლის მაკკორმეკი ბოლო 3 წლის მანძილზე მესამე ირლანდიელი მწერალი გახდა, ვისაც ეს პრესტიჟული ჯილდო და პრემიის სახით 10 000 გირვანქა ერგო.

გოლდსმითის უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია 2013 წელს დაარსდა. მისი ლაურეატები თითქმის ყოველთვის ძალიან პოპულარულები ხდებიან.