დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიურად აისახა ევროპისა და აზიის ფინანსურ ბაზრებზე

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიურად აისახა ევროპისა და აზიის ფინანსურ ბაზრებზე.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე მსოფლიოს ფინანსური ბაზრები და დოლარის კურსი დაეცა. სპეციალისტები ამერიკის არჩევნებს ბრექსიტი 2-ს უწოდებენ.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში დოლარის კურსის დაცემას მოულოდნელობის ეფექტით ხსნის ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, დოლარის კურსის გაუფასურება სხვა თანაბარ პირობებში ქართულ ლარს გაამყარებს, თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ერთგვარი აჟიოტაჟური ეფექტი დიდხანს არ გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე