მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების პირველი ნაბიჯები საქართველოში - როგორია ნეტო აღრიცხვის პერსპექტივა

მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების მიმართულებით პირველ ნაბიჯებს საქართველო უკვე დგამს. ამ კუთხით, სემეკი ახალი რეგულაციების ამოქმედებას იწყებს და ნეტო აღრიცხვის სისტემას ნერგავს. ნეტო აღრიცხვა საცალო მომხმარებლის მიერ განახლებული ენერგიის წყაროებზე მომუშავე, ასკილოვატიანი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობას ითვალისწინებს. პროექტში ჩართულ ბენეფიციარს ენერგიის გამომუშავება და ჭარბი ენერგიის დაგროვება ან მსურველისთვის განაწილების შესაძლებლობა ექნება.

საქართველოში ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დანერგვას სპეციალისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირებისა და გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, ის ვერ იმუშავებს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით, 250-280 მზიანი დღეა, რაც წელიწადში 1900-2000 საათს შეადგენს. მზის სახლის დირექტორს მიაჩნია, რომ ნეტო აღრიცხვა და სემეკის ახალი რეგულაციები საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროზე მოთხოვნას გაზრდის.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე