ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

TAV Georgia-ს მფლობელობაში არსებულ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის სექტემბრის თვეში (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51 654 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლით ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება.

ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა.