ახალი საინვესტიციო კომპანია საქართველოში სტარტაპებს დააფინანსებს

საქართველოში საერთაშორისო კორპორაცია იწყებს მუშაობას, რომლის ცენტრალური ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს.

კომპანია "საქს ინვესტმენტი", რომელიც საქართველოში პირველ ოფისს 12 ნოემბერს გახსნის, სტარტაპებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია ხელს უწყობს კომპანიებს, რათა გახდეს კონკურენტუნაიანი ბაზარზე თავის სექტორში.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამირან აზალაძე აცხადებს: „კომპანია ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ მათთვის საქართველოს ბაზარი მომგებიან და საინტერესო საინვესტიციო სექტორად წარმოვაჩინოთ, რითაც ხელი შეეწყობა სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მოხდეს დამატებითი კაპიტალის შემოტანა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზე, ქვეყანაზე, სადაც სარფიანი საინვესტიციო გარემოა ყველასთვის“.

ორგანიზაცია თანამშრომლობს კომპანიებთან, რომლებიც საინვესტიციო ქსელის გაფართოვებას უზრუნველყოფენ.

საინვესტიციო კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია: ფინანსური განათლება; ფინანსური კონსულტაცია; საინვესტიციო მომსახურება; საბროკერო მომსახურება; ტექნიკური და პროგრამული მომსახურება;

"საქს ინვესტმენტი"  7 წლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობს. კომპანია წარმოდგენილია აზიის, ევროპის, ავსტრალიის და აფრიკის კონტინენტებზე.

კორპორაცია ფლობს აქტივებს, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ერთ-ერთ უმსხვლეს ბანკში. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არ არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რაც ხელს უწყობს მოზიდული კაპიტალის უსაფრთხოებას და მეტ დაცულობას.