ლევან კალანდაძე - ლარის კურსის ცვლილება არ წარმოადგენს საფუძველს, რომ ხარჯების გადახედვის აუცილებლობის საკითხი დადგეს

ლარის კურსის არსებული დონე და ლარის კურსის ცვლილება არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ხარჯების გადახედვის აუცილებლობის საკითხი დადგეს , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის არსებული დონე არ არის იმის საფუძველი, რომ კომუნალურ გადასახადებზე მოახდინოს გავლენა. კალანდაძის თქმით, კომუნალური გადასახადები, მათ შორის დენის, წყლის ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი.

”ბუნებრივია, ლარის კურსი გარვეულ ლოგიკურ ბმაში და კორელაციაშია თავად დანახარჯებთან, მაგრამ დღესდღეობით ლარის კურსის არსებული დონე და ლარის კურსის ცვლილება არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ხარჯების გადახედვის აუცილებლობის საკითხი დადგეს. ბუნებრივია, რაღაც გარკვეულ ზღვარზე შეიძლება ეს საკითხი დადგეს, მაგრამ დღეს არსებული ტრენდი, დღეს არსებული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ იძლევა და არ აჩენს ამის აუცილებლობის საკითხს. დანარჩენი მომავალში ვნახოთ”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.