ალექსანდრე ჯეჯელავა - ”ლარის დასუსტებას” მაკროეკონომიკური საფუძვლები არ აქვს

ლარის კურსზე მთავრობის სხდომაზე არ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, ”ლარის დასუსტებას” მაკროეკონომიკური საფუძვლები არ აქვს. ”ლარის კურსზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ეკონომიკური პროცესები. თავისუფალ მცოცავ კურსს ეს თავისებურება აქვს, რომ ის გარემოზე და ეკონომიკურ პროცესებზე ხან გამყარებით რეაგირებს და ხან დასუსტებით. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ლარის დასუსტებას მაკროეკონომიკური საფუძვლები არ აქვს, შესაბამისად, ეს არის ისევ მოლოდინების ამბავი, რომელიც მალე დარეგულირდება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.