ყარაჯალას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

500-მდე ადგილობრივი მცხოვრები 2011 წელს გასხვისებული იმ მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, კორუფციული გარიგებებისა და შანტაჟის გზით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაიყიდა. ასეთი კი, ყარაჯალელების თქმით, 15 ჰექტარია. დღევანდელი აქციის შედეგად, სადავო მიწის რამდენიმე მფლობელმა პირობა დადო, რომ დაახლოებით 5 ჰექტარს დააბრუნებენ. თელავის თემის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის შვიდი ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და საჭიროების შემთხვევაში, სოფელში ახალი სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფა პრობლემას არ წარმოადგენს.

აღნიშნული 15 ჰექტარი თავის დროზე სასაფლაოს ეკუთვნოდა.