რიკარდ იოზვიაკის აზრით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის აზრით, საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტი Twitter-ში საკუთარ მიკრობლოგზე წერს.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე საუბარი მომავალ კვირას გაგრძელდება. არ ვფიქრობ, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას თებერვალ-მარტამდე ვიხილავთ“, - აღნიშნავს იოზვიაკი.

მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.