ყოფილი სანატორიუმის „სავანეს“ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმება

ყოფილი სანატორიუმის „სავანეს“ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

მთავრობა ტერიტორიის გასხვისებას პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აპირებს.

მეოცე საუკუნეში აშენებული სანატორიუმი, რომელიც 150, ძირითადად ნევროლოგიურ პაციენტზე იყო გათვლილი, ქალაქ წყალტუბოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 6 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სამორინის შექმნა და ეზოს კეთილმოწყობა უნდა მოხდეს.

მთავრობა 14 440 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის გასხვისებას 2 058 000 ლარად გეგმავს.