"ძალიან დიდი ვარაუდით, მე მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ პოსტზე, ამას პრემიერი განსაზღვრავს"

ძალიან დიდი ვარაუდით, მე მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ პოსტზე, ამას პრემიერი განსაზღვრავს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. კითხვაზე - დაიკავებს თუ არა ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ის ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პარტიაში საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს და იმაზე, რომ მთავრობამ და პარლამენტმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა უკვე დამთავრდა, რომელსაც პარტიის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.