ვინ არიან და რას საქმიანობენ ტრამპის ოჯახის წევრები

აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, 70 წლის დონალდ ტრამპს უამრავი მემკვიდრე და ნათესავი ჰყავს. ისინი უკვე მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში. ვინ არიან ტრამპის ეს უახლოესი ადამიანები?

მეუღლე

დონალდ ტრამპი 2005 წლიდან 46 წლის სლოვენიელ ფოტომოდელზეა დაქორწინებული. მელანი ტრამპს ამავე დროს საიუველირო ნაწარმის ხაზი აქვს. მას წარმატებულ დიზაინერადაც მიიჩნევენ. მელანი ტრამპის მესამე ცოლია.ის იუგოსლავიაში დაიბადა და ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩაირიცხა არქიტექტურისა და დიზაინის განხრით. სწავლა პირველივე კურსიდან მიატოვა და მოდელის კარიერის ასაწყობად მილანში გაემგზავრა. წარმატებისთვის რომ იოლად მიეღწია, მან ენების შესწავლა დაიწყო. დღეს ის 4 ენაზე საუბრობს: ინგლისურად, გერმანულად, სერბულად და ფრანგულად.

1999 წელს დონალდ ტრამპი გაიცნო. ამ დროს ბიზნესმენი უკვე განქორწინებული გახლდათ. 2004 წელს დაინიშნენ, 2005 წლის 22 იანვარს კი ფლორიდაში შეუღლდნენ. ერთ წელიწადში მელანიმ მას ვაჟი, ბერონ უილიამი გაუჩინა. ბერონი ტრამპის მეხუთე შვილია.

შვილები და შვილიშვილები

70 წლის ტრამპს 5 შვილი ჰყავს: სამი ვაჟი - დონალდი, ერიკი და ბერონი, ორი კი ქალიშვილი - ივანკა და ტიფანი. ბიზნესმენი ამავე დროს 8 შვილიშვილის ბაბუაა.

დონალდ ტრამპი-უმცროსი

ის ბიზნესმენს ჩეხი მოდელისგან, ივანა ელნიჩკოვთან ეყოლა. უმცროსი ტრამპი ახლა 38 წლისაა და და-ძმასთან, ივანკასა და ერიკთან ერთად მამის კომპანიას უძღვება. როცა მამამ მელანი შეირთო, ორ თვეში თავადაც მოიყვანა ცოლი - ასევე მოდელი ვანესა ჰეიდი. წყვილს 5 შვილი ჰყავს. უფროსი 9 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 4-ის.

იხილეთ გაგრძელება