შაქრის ფასი 3,4%-ით გაიზარდა

ოქტომბერში მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი 10,5 პუნქტით (3,4%) – 315,3 პუნქტამდე გაიზარდა, სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

FAO-ს მონაცემებით, ზედიზედ მეექვსე თვეა მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი მატულობს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები ბრაზილიაში ანომალიური გვალვის გამო შაქრის ლერწმის შემცირებულ მოსავალს ასახელებენ.

FAO-ს ანალიტიკოსთან განცხადებით, ფასების ზრდა ასევე გამოიწვია ინდოეთში შაქრის მოსავლის გაფუჭებამ, რის გამოც ინდოეთი იძულებული იქნება შაქრის იმპორტი გაზარდოს.