ბრიტანულმა კომპანიამ მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტის ქვა შექმნა

მსოფლიოში ყველაზე დიდი, გულის ფორმის ბრილიანტი შექმნეს, რომელიც 118,78 კარატს იწონის.

საიუვილერო შედევრის ავტორი ბრიტანული კომპანია Graff Diamonds-ია. კომპანიის ცნობით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტს Graff Venus უწოდეს ვენერას საპატივსაცემოდ. ქვის შექმნას 18 თვე დასჭირდა.

„ეს ბრილიანტი იმ ქვებს მიეკუთვნება, რომლის გაყიდვაც ყოველთვის გენანება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა ლოურენს გრაფმა.

ჯერჯერობით, უცნობია რა ფასი დაედება Graff Diamonds-ის მიერ შექმნილ ქვას, თუმცა მისი იშვიათობიდან და ხარისხიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ფასი რეკორდული იქნება.