მიგრანტებთან დაკავშირებული პოზიციის გამო Lego-მ ბრიტანულ გამოცემაში რეკლამაზე უარი თქვა

კომპანია Lego-ს ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ისთან სარეკლამო თანამშრომლობას წყვეტს.

ამის მიზეზი ბრიტანულ გაზეთის რედაქციის მიგრანტებთან და გენდერულ თანასწორობასთან ნეგატიური დამოკიდებულება და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები გახდა, რომელიც Lego-სთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვეტილება მშობლების ათასობით საჩივრისა ფონზე მიიღო.

2014 წელს Lego-მ სარეკლამო თანამშრომლობა გაწყვიტა ნავთობკომპანია Shell-თან. სათამაშოების მწარმოებელი კომპანია შეუერთდა Greenpeace-ს, რომელიც არქტიკაზე ნავთობის მოპოვებას აკრიტიკებდა.