მარკ ცუკერბერგი „წლის ბიზნესმენად“ დასახელდა

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ჟურნალ Fortune-მა „წლის ბიზნესმენად“ დაასახელა.

საერთო ჯამში, ჟურნალის რეიტინგში 50 ცნობილი ბიზნესმენი მოხვდა.

„32 წლის მარკ ცუკერბერგის კუთვნილი კომპანია „ფეისბუქი“ დღესდღეობით 375 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რომლის შემოსავალიც 22 მილიარდი დოლარია, მომხმარებელთა რიცხვი კი 1,8 მილიარდ აღწევს. „ფეისბუქის“ ყოველდღიური ზრდა მეტყველებს იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ“, - წერს ჟურნალი Fortune.

რეიტინგის მეორე ადგილი „ამაზონის“ დამფუძნებელს, აშშ-ის ნომერ მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს ჯეფ ბეზოსს ერგო, მესამე ადგილზე კი კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელის Ulta Beauty-ის დამფუძნებელი მერი დილონი აღმოჩნდა.