ტრანზისტორი, რომლის წყალობითაც ლეპტოპი დატენვის გარეშე ერთი წელიც კი იმუშავებს

კემბრიჯის უნივერსიტეტის ინჟინრებმა - სუნგსიკ ლიმ და ნათან აროკიამ შექმნეს ულტრა დაბალი სიმძლავრის მქონე ტრანზისტორი, რომელსაც ენერგიის წყაროს გარეშე დიდხანს შეუძლია მუშაობა.

გამორთულ მდგომარეობაშიც კი დამტენში ელექტრონული ნაკადი მაინც არ წყდება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ინჟინრების განცხადებით, ტრანზისტორებს შეუძლიათ ენერგია მიიღონ გარემოდან, რაც ბატარეას დიდხანს მუშაობის საშუალებას მიცემს . მომავლში იგეგმება ტრანზისტორის დიზაინის შეცვლა და ზომაში დაპატარავება. დღევანდელი ტრანზისტორების პატარა ზომად დაყვანა ვერ ხერხდება, რადგან რაც უფრო პატარა ზომისაა ტრანზისტორი, მით მეტია შანსი, რომ ვერ იფუნქციონიროს.

მეცნიერთა თქმით, ტრანზისტორების მეშვეობით, ელექტრონული მოწყობილობები დატენვის გარეშე ერთ წელსაც კი გაძლებენ.