უბნის მაღაზიების გადარჩენის გზა

უბნის მაღაზიების პრობლემატიკა, მართლაც აქტუალურია დღევანდელ სავაჭრო სივრცეში. ცნობილი ჰიპერმარკეტები, რომლებიც დღევანდელი ბაზრის მონსტრები არიან, მართლაც წესების გარეშე იბრძვიან მათ მიმართ. თანამედროვე მარკეტინგისა და პიარის ხერხები - დაადო ერთ პროდუქტს ძალიან დაბალი ფასი და ამით გაყიდო სხვა მრავალი პროდუქტი სამმაგ ფასად, დიდი ხანია მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის საქართველოშიც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რაც ნიშნავს, რომ დღემდე უხვევს თვალს და აბრმავებს მომხმარებელს, რომელიც აღფრთოვანებული გამოდის ქსელური მაღაზიებიდან ან დიდი ჰიპერმარკეტებიდან იმ იმედით , რომ ძალიან მომგებიან ფასად გააკეთა შენაძენი. იმის გაცნობიერება კი, რომ მთლიანობაში ბევრად მეტი გადაიხადა სამომხმარებლო კალათში ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, მისთვის რთულია. რაც ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო ნამდვილად არ არის! მით უფრო ქსელური ჰიპერმარკეტების მიმზიდველობა სწორედ რომ მათ ვიზუალიზაციაში, მათ განლაგებაში, მათ შეფუთვასა და იმ გზებშია, რომელსაც იქამდე მიყავხარ - მიდიხარ ერთი „რაღაცისათვის“, რომელიც აქციაში და ხელს აყოლებ იმ სხვა დანარჩენ „რაღაცეებს“, რაშიც გაცილებით მეტს იხდი, ვიდრე ღირს „შენს ქვემოთ პატარა მაღაზიაში“. საბოლოო ჯამში ურიკით სიარულში, დიდ და თბილ გარემოში, რიგში სალაროსთან და გაუთავებლად „ამას ხომ არ გასინჯავდით“ - გაიგეთ ხალხნო, რომ ჩვენ ვიხდით უფრო მეტს! ბუნებრივია ის ფაქტიც, რომ მომწოდებელი დიდ ქსელს, რომელიც რაოდენობრივად დიდ გაყიდვებს ახორციელებს, უფრო დაბალ ფასს სთავაზობს. ამ შეთავაზების მოპოვება საშუალო და პატარა მაღაზიებისათვის შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, როდესაც დგას პრობლემა, მასზე დიდ ხანს საუბრის ნაცვლად მისი გადაჭრის გზები ვეძიოთ.

კომპანია, რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ, წარმოადგენს საბითუმო-სავაჭრო ქსელების კომპანიას, რომელიც ბაზარზე საბითუმო #1 „“ჯიბე“ ქეშ ენდ ქერის სახელწოდებით არის ცნობილი. კომპანია „ჯიბე“ 12 საბითუმო მაღაზიას აერთიანებს. მის მომხმარებელს წარმოადგენს სწორედ რომ პატარა და საშუალო მაღაზიები, კაფეები და რესტორნები, საცხობები და სილამაზის სალონები და მრავალი სხვა მომსახურები ობიექტი. კომპანია გათვლილია მხოლოდ მეწარმე პირებისათვის. ესენი არიან იურიდიული პირები და ინდ მეწარმეები, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინონ საბითუმო ფასად, პროდუქტი, სასმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, ბავშვთა მოვლისა და ზოგადად ჰიგიენური საშუალებები. დაბალი ფასი კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბითუმო ფასით სარგებლობენ მხოლოდ იურიდიული პირები და ინდ მეწარმეები. საცალო მომხმარებლისთვის ამ მაღაზიათა ქსელებში სხვა ფასი მოქმედებს. კომპანიის სლოგანი „ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს შესაძლებლობებს“, ამართლებს რეალობას, კომპანიაში სალაროსთან არსებული ცელოფნის ცალკე ფასიც კი, სწორედ პროდუქციის დაბალ ფასზე მეტყველებს, ვინაიდან არ ხდება დამატებითი ხარჯების პროდუქტში გათვალისწინება და მომხმარებელი იხდის მხოლოდ პროდუქტის ღირებულებას. სწორეს სუფთა და სასიამოვნო გარემოში, სწორედ ხარისხისა და ვარგისიანობის მკაცრი კონტროლის პირობებში, კომპანია "ჯიბე" გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ პროდუქციის შერჩევისა და ყიდვის პროცესის კომფორტით და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ სივრცეში და ყოველთვის განსაკუთრებულად დაბალ ფასად! და ბოლოს, მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ჯიბე ქეშ ენდ ქერის სახით თქვენ შეიძენთ ძლიერ პარტნიორს, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ, არამედ განავითაროთ თქვენი ბიზნესი მომხმარებლისათვის მუდმივად კონკურენტული ფასის შეთავაზების გზით. (R)