იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1701 მლნ აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8249 მლნ აშშ დოლარი (31 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდება.