ხანძრის შედეგად დაზიანებულ კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაათვალიერა.

კორცხელის დედათა მონასტრის შენობა მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე მუშაობს.