ლუკაშენკო ქვეყანაში საშუალო ხელფასის 500 დოლარამდე დაწესებას ითხოვს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობას 2017 წლისთვის ქვეყანაში ყოველთვიური საშუალო ხელფასის 500 დოლარამდე გაზრდა დაავალა.

„მოემზადეთ, რომ მომავალი წლიდან საშუალო ხელფასი 500 დოლარი იყოს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბელორუსში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 383 დოლარს შეადგენდა.