2017 წელს საქართველოში Aerosmith გამართავს კონცერტს

საქართველოში მომავალ წელს ლეგენდარული ამერიკული ბენდი Aerosmith კონცერტს გამართავს.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჯგუფის ვებგვერდზე ვრცელდება.

ჯგუფის ინფორმაციით, კონცერტი 2017 წლის 20 მაისს, „ბლექსი არენაზე“ გაიმართება.

„აეროსმიტი“ საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში გამართავს.

როგორც „ბლექსი არენას“ წარმომადგენელმა ანა ყავლელიშვილმა აღნიშნა, ჯგუფი კონცერტს საქართველოში პროექტ Check in Georgia - ს ფარგლებში გამართავს.

"მოლაპარკებები მიმდინარეობს, ამიტომ ისეთი დეტალები როგორიცაა - თუ როდიდან, სად ან რა სახით გაიყიდება ბილეთები, უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი," - ამბობს ყავლელიშვილი.

Aerosmith to perform in Georgia in May