ფედერიკა მოგერინი - საქართველოში სიტუაცია პოზიტიურია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა

საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედისმომცემია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ ქართულმა მხარემ ყველა დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით.

"საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლა, ეს ის საკითხია, რომელიც მე დასაწყისშივე წამოვჭერი და მინისტრებმა განიხილეს ის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ეს არის პრიორიტეტული ევროკავშირისთვის, რადგან საქართველომ შეასრულა კრიტერიუმები და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველი პრემიერ-მინისტრის სტუმრობას. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ, რომლის კომენტარის თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ავრცელებს.