ზოგიერთ კომერციულ ბანკში დოლარის ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.53 ლარი შეადგინა.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ამ დროისათვის „საქართველოს“ ბანკში ერთი აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.53 ლარად შეუძლიათ, მისი გაყიდვა კი 2.45 ლარად.

„ტერაბანკში“ 1 დოლარის შეძენის ფასმა 2.52 ლარი შეადგინა, ხოლო მისი გაყიდვის ღირებულება 2.45 ლარია.

„ლიბერთი ბანკში“ დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2.5250 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.4650 ლარად არის შესაძლებელი.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა 2.4510 -ად, ხოლი ჩაბარება 2.5290 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზისბანკში“ ამ დროისთვის მოქალაქეები 1 დოლარს 2.52 ლარად შეიძენენ, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი 2.46 ლარს მიიღებენ.

„ქართუ ბანკში“ კი 1 აშშ დოლარის შეძენის ფასი 2.5150, ხოლო მისი გაყიდვის ღირებულება 2.4650 ლარია.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და მისი ოფიციალური ღირებულება დღევანდელი კურსით2.4890 ლარია.

თაია არდოტელი