უკრაინელმა ჟურნალისტებმა ესპანეთში პეტრო პოროშენკოს ვილა აღმოაჩინეს

უკრაინული გადაცემა „სქემის“ ჟურნალისტებმა ესპანეთის ქალაქ ესპეპონაში ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილი ვილა აღმოაჩინეს.

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ვილა კომპანია Feruvita SL-ზეა გაფორმებული, რომელიც პოროშენკოს დეკლარაციაშია აღნიშნული. თუმცა, თავად ვილა და მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში პოროშენკოს მითითებული არ აქვს.

კომპანიამ ვილა 2008 წელს შეიძინა. ფინანსური დოკუმენტების თანახმად, ვილა 4 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

bpn