ტურიზმის ადმინისტრაციამ მონაკოში APG WORLD CONNECT 2016 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოთი ახალი ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიახაზების საერთაშორისო კონფერენციაში APG WORLD CONNECT 2016 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება მონაკოში გაიმართა და მსოფლიოს 70-ზე მეტი ავიაკომპანიის მთავარი მენეჯერი დაესწრო.

APG WORLD CONNECT 2016-ის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს საინფორმაციო კუთხე, სადაც ავიახაზების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს.