რა უჯდება საქართველოს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები ყოველწლიურად?

კონფლიქტებზე და მათი შედეგების აღმოფხვრაზე 4 სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ყოველწლიურად 88 586 000 ლარი იხარჯება. აქედან 70 მილიონი ლარი არის განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტი; 13 400 000 ლარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი; 3.5 მილიონია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბიუჯეტი და 1 686 000 ლარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წლიური ბიუჯეტი.

გარდა ამისა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ყოველწლიურად 10-10.5 მილიონი ლარი იხარჯება დევნილთა შემწეობისთვის. 

ამ ჩამონათვალში არ შედის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დანახარჯები, რომელთა საქმიანობაც ეხება კონფლიქტებს, მაგრამ მათით არ შემოიფარგლება.

ვიზუალიზაცია შექმნილია პროექტის "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება" ფარგლებში, სტატიის "კონფლიქტები და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები: ახლებური გააზრების დროა?!" მიხედვით.