100 წლის თეატრი წიგნის მაღაზიად გადაკეთდა, სადაც ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი წიგნი იყიდება

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში El Ateneo-ს სახელობის თეატრი წიგნის დიდებულ მაღაზიად გადაკეთდა. ახალი მაღაზიის სურათები კარგი მაგალითია იმის, რომ ცვლილება ყოველთვის შეიძლება იყოს უკეთესის მომტანი.

თეატრი 1919 წელს შეიქმნა და იმ დროს ეს ადგილი მხოლოდ ტანგოს მოცეკვავეებს ეძღვნებოდათ. 10 წლის შემდეგ ის კინოთეატრად გადაკეთდა. ახლა კი, წიგნების მომაჯადოებელი მაღაზიაა. მაღაზიაში ყოველ წელს მილიონობით ტურისტი უბრალოდ დასათვალიერებლად მიდის. იქ ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი წიგნი იყიდება.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე