ნიკოლა სარკოზი ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ფრანგი “მემარჯვენეების” შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლა სარკოზი ინიციატივით გამოდის, დაწესდეს ნახშირჟანგის გადასახადი ევროპაში იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქტებზე , თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააუქმებს პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ, - იუწყება ფრანგული გამოცემა Le Monde.

„დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ. შესაბამისად, მე ვითხოვ, რომ ევროპამ დააწესოს გადასახადი ნახშირჟანგზე, 1%-დან 3%-მდე გადასახადი აშშ-დან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე მოხსნის გარემოსდაცვითი წესების შესრულების ვალდებულებას, რომელიც ჩვენ დავუწესეთ ჩვენს საწარმოებს“, - განაცხადა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც ფრანგულ საწარმოებს გააჩნიათ ვალდებულებები, მაგრამ აგრძელებენ პროდუქციის იმპორტს ქვეყნიდან, რომელიც არ ასრულებს ამ ვალდებულებებს.