ეკა ბესელია - ”ქართულ ოცნებას” 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია

დეპუტატ ეკა ბესელიას განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხა დეკლარაციასთან სრულ შესაბამისობაშია. ასე ეხმაურება ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ 35 ათასლარიანი შემოწირულობა განახორციელა.

“მე ვფიქრობ, ყველა სხვა შემთხვევებშიც იქნება დაცული ყველა პროცედურა. თქვენ იცით, რომ დეკლარაციები არის საჯარო, მათ შორის ჩემი დეკლარაციაც. ვინც ნახავს ჩემს დეკლარაციას, ყველა მიხვდება, რომ აბსოლუტურ შესაბამისობაშია შესაწირი, რომელიც მე განვახორციელე. ეს საჯარო ინფორმაციაა. ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო შესაბამისობაში და რომ არ მქონოდა შესაბამისი თანხა დეკლარაციაში მითითებული, ვერც ეს შეწირულობა ვერ განხორციელდებოდა. ასეთ საკითხებს ძალიან ეთიკურად და კანონის დაცვით ვუყურებთ. ამ მხრივ, კითხვა არ არსებობს. 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.