სავალუტო ფონდთან შეხვედრისას საქართველოს ფისკალურ მდგომარეობასა და ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე იმსჯელეს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინესი ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ფისკალურ მდგომარეობაზე, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და მთავრობის ხედვაზე საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებლის შესახებ. ასევე ყურადღება გაამხვილდა საბიუჯეტო პოლიტიკაზე საშუალოვადიან პერიოდშიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაასრულებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და საშუალოვადიანი ფისკალური გეგმების შედგენის პროცესში გაითვალისწინებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სტრუქტურული რეფორმები, რომლლის გატარებასაც გეგმავს მთავრობა ახორციელებს ახლო პერიოდში.