ტურისტებისთვის 2017 წელს საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში საქართველო საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Ipsos MORI-ის რეიტინგის თანახმად, საშუალო საფრთხის მქონე ქვეყნებს განეკუთვნებიან ქვეყნები, სადაც შეიმჩნევა პერიოდული პოლიტიკური არეულობები, ძალადობრივი საპროტესტო აქციები, ამბოხებები და არარეგულარული ტერორიზმის აქტები.

„მოგზაურები და საერთაშორისო პირები შესაძლოა, გახდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი თემის, სექტანტებისა და რასობრივი მოძალადების მხრიდან ძალადობისა და დანაშაულებრივი საფრთხის მსხვერპლი“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ტურისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნები სირია, ავღანეთი, იემენი, ლიბია, სუდანი, სომალი და მალი არიან.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება - ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ისლანდია და შვეიცარია.