ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონეებს შესაძლოა, შენგენის ზონაში მგზავრობისას 5 ევროს ოდენობის გადასახადი დაუწესდეთ

ევროკავშირის კომისია დღეს გეგმავს წინადადების დაყენებას, რომლის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონეებს შენგენის ზონაში მგზავრობისას 5 ევროს ოდენობის გადასახადი დაუწესდებათ, - იუწყება euobserver.

ეს რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე 60 ქვეყნიდან შედიან და რომლებთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს დაწესებული, მათ შორის, აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და ავსტრალია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ის 2020 წელს ამოქმედდება.