აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 25 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.150 პროცენტით, მაქსიმალური - 8.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.283 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.