რა კანონპროექტები და რეგულაციები ამოქმედდება 2017 წელს

2017 წლის პირველ იანვარს, ახალი წლის დადგომასთან ერთად, ძალაში ახალი კანონპროექტები შევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომელიც საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული კანონის მიხედვით, საჯარო მოხელის შეფასების ორი მეთოდი არსებობს:

1. მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი;

2. დასაქმებულთან ინტერვიუს ისევ მისი უშუალო ხელმძღვანელი ატარებს;

ამასთან, მთავრობამ პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე განხორციელების ფაზაშია.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მომხრეა, ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციით განისაზღვროს, - "მე მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება კონსტიტუციაში აისახოს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა", - აღნიშნა მან, თუმცა, უცნობია, აღნიშნული ცვლილება განხორციელდება თუ არა. იხილეთ გაგარძელება