აჭარის ყოფილი მთავრობა „ტრამპ თაუერ ბათუმის“ მშენებლობას ხელს უშლიდა

აჭარის ყოფილი მთავრობა „ტრამპ თაუერ ბათუმის“ მშენებლობას ხელს უშლიდა. როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელი გიორგი მარრი აცხადებს, 2012 წელს აჭარის იმდროინდელმა მთავრობამ პროექტის პირობები არ შეასრულა.

”სილქ როუდ ჯგუფი’’ წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობებს აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან - არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო და ამ კონფიგურაციით იყო წარდგენილი ინვესტორებთან როგორც ნიუ იორკში, ასევე ბათუმში. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გადაიდო პროექტი”, - აცხადებს „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელი გიორგი მარრი.

6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ „სილქ როუდ ჯგუფი“ მაღალი კლასის საცხოვრებელ სახლს - „ტრამპ თაუერს“ ბათუმში ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე ააშენებს.