ტრამპის ბრენდით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე იდეა საქართველოში 2010 წელს დაიბადა

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტის იდეა 2010 წელს ნიუ-იორკში დაიბადა.

ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრიმ განაცხადა.

”პროექტის იდეა დაიბადა 2010 წელს, ნიუ იორკში "სილქ როუდ ჯგუფის" ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომლის შედეგად მხარეებმა მოილაპარაკეს ტრამპის ბრენდით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე საქართველოში. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. სალიცენზიო ხელშეკრულებას ტრამპის ორგანიზაციის მხრიდან პირადად ბატონმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, „სილქ როუდ ჯგუფის“ მხრიდან კი კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა”, - ამბობს გიორგი მარრი.

მისივე თქმით, „ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა. „ბათუმი-რივიერას“ გენერალური განვითარების გეგმა 2011 წელს დასრულდა, რომლის განვითარების გენერალური გეგმის ცენტრალური ნაწილია მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის“ აშენება.

6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ „სილქ როუდ ჯგუფი“ „ტრამპ თაუერის“ პროექტის გაგრძელების გეგმაზე ალაპარაკდა.