თბილისის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

21% - საგზაო საცობი, 17% - ჰაერის დაბინძურება, 13% რეკრეაციული ზონების სიმცირე, 12% გარემოს დანაგვიანება, 11% - პარკინგი - ასეთია თბილისელების პასუხები შეკითხვაზე, თუ რომელი პრობლემა აწუხებთ მათ ყველაზე მეტად დედაქალაქში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მის მიერ შემუშავებული ციფრული კვლევის ინოვაციური მეთოდით 24/7 პირველი კვლევა ჩაატარა. კვლევა თბილისის მასშტაბით გაიმართა და მის ფარგლებში 500 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის საგანს შეადგენდა პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ თბილისელებს. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა თბილისელების უმეტესობა ქალაქში საგზაო საცობს უჩივის.

bpn

შეგახსენებთ რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული კვლევის მეთოდი 24/7 წარმოადგენს უნივერსიტეტის ინოვაციური კვლევის მეთოდს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა და რომლის ოფიციალური პარტნიორიც გახდა “Hp”. ციფრული კვლევის მეთოდის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია კვლევის განხორციელება დროის მცირე მონაკვეთში, ყველაზე მცირედი ფინანსური დანახარჯებით.

bpn