ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4926 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4956 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6686 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.