მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „კოდელაკი“ (13 აბი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.